„130/20-ზე ძალიან კარგი მოდელია, არც 125/25-ზეა მიუღებელი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ნაკლები იყოს მაჟორიტარული წარმომადგენლობა, მნიშვნელოვანია მაჟორიტარული ოლქების დალაგების საკითხიც. ერთმანეთის მოტყუების მცდელობა არ უნდა იყოს. აუცილებელია კანონპროექტი დაწერილი სახით ვნახოთ”
ნინო ბურჯანაძე – „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი
შეგახსენებთ, “ევროპული საქართველოს” წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, თუკი „ქართული ოცნება“ 130/20-ზე პროპორციულობის პრინციპს დაეთანხმება, პოლიტპატიმრები თვითონ მოუწოდებენ ციხიდან, რომ ოპოზიცია დათანხმდეს ამ პრინციპს.