“ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოფს პროპორციულობას, ეს არის 130/20-ზე. თუკი „ქართული ოცნება“ დაეთანხმება ამ პროპორციულობის პრინციპს, რომელიც უზრუნველყოფს საპარლამენტო წარმომადგენლობის პროპორციულობას, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ არცერთ პარტიას შეეძლოს ცოტა ხმებით უმრავლესობის ჩამოყალიბება, მაშინ პოლიტპატიმრები თვითონ მოუწოდებენ ციხიდან, რომ ოპოზიცია დათანხმდეს ამ პრინციპს”
გიორგი კანდელაკი – „ევროპული საქართველოს“ წევრი
შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი შეთავაზება გააცნო.არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სამართლიანი და პრაგმატული პირობები შესთავაზა.