ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება ჯანდაცვა

როგორ ავიცილოთ თავიდან კორონავირუსი – იაპონელი სპეციალისტების რამდენიმე სასარგებლო რჩევა

იაპონიაში, “ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის სტრატეგიული საბჭოს” სპეციალისტებმა ბრიფინგი გამართეს და მოსახლეობას რამდენიმე რჩევა მისცეს, რომლებიც მათი თქმით, საკმაოდ სასარგებლო იქნება კორონავირუსისგან თავის დასაცავად. ახალი ვირუსის გავრცელებამ მოსახლეობაში საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ეს არის არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ამიტომ აღნიშნულმა საბჭომ გადაწყვიტა მეტი ნათელი მოჰფინოს საზოგადოებას და მიაწოდოს სასარგებლო ინფორმაცია:

1 – ინფორმირებულობის მხარდაჭერა

მედიაში, ახალი ვირუსის – COVID-19- ის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, რაც რა თქმა უნდა, ზრდის შანსს, რომ გავრცელდეს არასწორი ინფორმაცია. ამავდროულად, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ინტერესდება უშუალოდ ინფექციური დაავადებებით. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ვირუსი შეიძლება გამოჩნდეს ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს და ამისათვის აუცილებელია გვქონდეს სწორი ინფორმაცია.

2 – მეტი გავიგოთ ვირუსებისა და ბაქტერიების შესახებ

ვირუსები და ბაქტერიები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სიმპტომებით და გადადების გზებით. ამისათვის საჭიროა მეტი ინფორმაციის მიღება აღნიშნულ განსხვავებზე და დეტალური შესწავლა ვირუსებზე, ბაქტერიებზე და მათ განსხვავებაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პრევენციული ზომების სასარგებლოდ გამოყენებას.

3 – ყოველდღიური ჩვევების გათავისება, რომელმაც შესაძლოა შეაჩეროს ინფექცია 

აუცილებელი ვიცოდეთ, რომ საჭიროა ხელების საპნით ხშირი დაბანა. თუკი არ არის ხელის ხშირი დაბანის საშუალება, უნდა გამოიყენოთ სპეციალური სპირტის შემცველი ხელსახოცები. სხვა ეფექტური მეთოდია იმ ნივთების და ზედაპირების სტერილიზაცია, რომელსაც ხშირად ეხებიან ადამიანები. ასევე სასარგებლო მეთოდია ისეთი პროდიქტების მიღება, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს.

4 – თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა

ბოლო პერიოდში, გაჩნდა ახალი ტექნოლოგიები ვირუსით დაინფიცირების შესაჩერებლად. ხელის დაბანა, ან სპირტით გაწმენდა დროებით კლავს პოტენციურ ვირუსს. თუმცა შემუშავებულია უკვე დეზინფექციის ისეთი ახალი საშუალებები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა მეტად ეფექტური გახადოს ვირუსებთან ბრძოლა დღეების და შესაძლო კვირების განმავლობაში. ასევე გაჩნდა ბაზარზე ჰაერის გამწმენდი და სავენტილაციო სისტემები, რომლებიც მარტივად და ეფექტურად ებრძვიან ვირუსებს.

5 – დაავადებების მიმართ მეტი სიფრთხილის გამოჩენა

 

 

 

იტვირთბა....