ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აიათოლა ხამენეის მრჩეველი კორონავირუსით გარდაიცვალა

ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აიათოლა ხამენეის მრჩეველი კორონავირუსით გარდაიცვალა. 71 წლის მოჰამედ მირმოჰამედი, ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას კორონავირუსი  გუშინ დაუდგინდა, რის გამოც ჰოსპიტალიზებული იყო.

შეგახსენებთ, რომ მორმოჰამედი პირველი მაღალჩინოსანი არაა, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა.  კორონავირუსით ირანის პარლამენტის წევრი მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკიც გარდაიცვალა.

იტვირთბა....