„ახლად შემოსული 5 პაციენტის გარდა, ყველა შემოსულ პაციენტს ავუღეთ მასალა კვლევისათვის. პასუხს ლუგარის ცენტრიდან დღის განმავლობაში მივიღებთ. ის პაციენტები, რომლებსაც არ აღმოაჩნდებათ და სავარაუდოდ არც ერთს არ აღმოაჩნდება კორონავირუსი, გაეწერებიან ბინაზე. გუშინ 22 პასუხი მივიღეთ და ყველა უარყოფითი იყო და ყველა გავწერეთ”
მარინა ენდელაძე – ბოქსირებული განყოფილების დირექტორი
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან ჩამოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა 28 თებერვალს გამოვლინდა, ინფიცირებული ქვეყანაში მილანიდან დაბრუნდა. 29 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.