“იმის მცდელობა, თითქოს დღეს 40 პროცენტიანი პრინციპი მათთვის მიუღებელია, ესეც სპეკულაციაა, ვინაიდან სწორედ ოპოზიცია ითხოვდა პრინციპულად 40 პროცენტიანი ბარიერის დაწესებას. ეს არა ჩვენი შეთავაზება, არამედ ნაბიჯი იყო, რათა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერით ვინმემ ამ ქვეყანაში მთავრობა უნდა დააკომპლექტოს”
არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავჯდომარე
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მმართველი გუნდის მიერ გაჟღერებულ ახალ წინადადებას მიუღებლად თვლიან.