„რაც შეეხება იაშვილის კლინიკაში გადმოყვანილ მოზარდს, კორონავირუსის ტესტი აღმოჩდა უარყოფითი. რამდენიმე საათის შემდეგ მოვიდა მეორე პასუხი, კონკრეტულად რა ვირუსი იყო. ბავშვს დაუფიქსირდა „ა“ ტიპის ვირუსი. ასე რომ, ეს პაციენტი ახლა წევს ჩვენთან, და მკურნალობს როგორც გრიპის ვირუსით დაავადებული ბავშვი. წლის განმავლობაში გრიპის სეზონზე ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი გვაქვს”
ივანე ჩხაიძე- იაშვილის კლინიკის დირექტორი
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა.