ჩინეთში კორონავირუსმა კიდევ 42 ადამიანი იმსხვერპლა. ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2912-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაინფიცირდა 202 ადამიანი. ამ დროის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის სულ 80 026 შემთხვევაა გამოვლენილი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთიდან დაიწყო.