როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსული მხარე ვერ იძლევა თურქული ავიაციის უსაფრთხოების გარანტიას, სირიის პროვინცია იდლიბში ბოლო დროს განვიტარებული მოვლენებიდან გამომდინარე. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ონლაინ გამოცემა “გაზეტა” წერს.
აღსანიშნავია, რომ სიტუაციის დაძაბვის შემდეგ სირიის ხელისუფლებამ ჩაკეტა საჰაერო სივრცე აღნიშნულ რეგიონში. დამასკო გაფრთხილებას იძლევა, რომ ჩამოაგდებს ყველა იმ მფრინავ ობიექტს, რომელიც შეეცდება დაარღვიოს საჰაერო სივრცე.
შეგახსენებთ, 29 თურქი გარდაცვლილი სამხედროს გამო, რომელიც რუსული და სირიული ავიაციის მოქმედების შედეგად დაიღუპნენ, თურქეთმა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. თურქმა სამხედროებმა მძიმე საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ასადის შეიარაღებული ძალების ჯგუფებს. არსებობს ინფორმაცია, რომ სირიის არმიის მხარეს დამწვარია დიდი რაოდენობით ტექნიკა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.