თბილისში, რობაქიძის გამძირზე მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს.
“მეტრონომს” დაყაჩაღების შესახებ ინფორმაცია “ლიბერთი ბანკში” დაუდსტურეს.
ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისთვის ამ დროისთვის უცნობია, მოახერხეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება. თუმცა, ცნობილია, რომ არავინ დაშავებულა.
პოლიცია მოწმეების სახით დაკითხვას იმ მოქალაქეებს, რომლებიც ყაჩაღობის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ.
ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ადგილზე თბილისის პოლიციის უფროსიც იმყოფება.