დომინიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ინფიცირებულია 62 წლის ტურისტი, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა.
ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო, დომინიკის რესპუბლიკამ იტალიასთან ფრენა შეაჩერა.