ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსთან დაკავშირებით აეროპორტებში სკანირებას დაიწყებს. აღნიშნულის თაობაზე განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გააკეთა.
არსებული ინფორმაციით, ყველა ადამიანი, რომელიც აშშ-ში იმ ქვეყნიდან ჩავა, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, სპეციალურ სკრინინგს გაივლის.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსის ინფექციით პირველი გარდაცვალების შესახებ გუშინ განაცხადა. 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ვაშინგტონის შტატში დაიღუპა.