“შანსი მოლაპარაკების არსებობს. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. ისეთი ტალღა არის აწეული ქართულ საარჩევნო სისტემასთან, რომ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, ძალიან სახიფათოა მისთვის ძველი სისტემის დატოვება. თუნდაც 110/40-ზე რომ ძველ სისტემას ჯობია, ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ველოდებოდით. მაგრამ თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ძველი სისტემა დატოვონ, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს არჩევნების დელეგიტიმაციას”
ნინო ბურჯანაძე – “ერთიანი საქართველოს” ლიდერი
“ტვ პირველი”
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემის საკითხზე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რამდენიმე ოფიციალური და არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა. ამის მიუხედავად, მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და ოპოზიციურ სპექტრს აღნიშნულ საკითხზე კონსენსუსთვის არ მიუღწევია.