ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბორჯომის მერს, ლევან ლიპარტიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს, ლევან ლიპარტიასა და მასთან ერთად დაკავებულ გიორგი ულუმბეგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორმა სასამართლო პროცესზე დაკავებული პირებისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

ლიპარტიასა და ულუმგებაშვილის ადვოკატები კი, დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდდნენ.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და ორივე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 აპრილს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

დღეს გაიმართა ასევე ქრთამის აღების საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულის, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გოგიჩაიშვილის სასამართლო პროცესი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გოგიჩაიშვილსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

შეგახსენებთ, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე, ხოლო გიორგი ულუმბეგაშვილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დააკავა.

იტვირთბა....