ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე მქონდა ხილვა” – ილია მეორე კორონავირუსზე საუბრობს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ შენდობის ლოცვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას კორონავირუსთან დაკავშირებით ისაუბრა და საქართველოს ეკლესიის სახელით მედიცინის მუშაკებს მადლობა გადაუხადა.

„რა რთულია და რა ძნელია, გამონახოს ადამიანმა გზა, რომელიც მიიყვანს მას სასუფეველში. რა ძნელია, დაინახო თეთრი და შავი, ბოროტი და კეთილი, მაგრამ ეს ცხოვრება, მიწიერი ცხოვრება მოგვეცა ჩვენ იმისათვის, რომ გამოვიყენოთ გასარკვევად, სად შავია და სად თეთრი. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მოვლენებს, რომელიც დღეს ხდება, ის სენი, რომელიც წარმოიშვა მთელს მსოფლიოში, რომელსაც ეწოდება კორონავირუსი. საიდანაა, ღვთისგანაა, თუ ბოროტისგან, ერთი რამ მინდა ვთქვათ, რომ ღვთის გარეშე ეს არ მოხდებოდა. და ღვთის ლოცვითა და კურთხევით ჩვენ დავძლევთ ამ სენს.

მე მქონდა ხილვა, ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა და ჩაქრა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დაანერწყვა მიწას, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დაიბნეს ადამიანი. საქართველოს ეკლესიის სახელით, მადლობას ვწირავ მედიცინის მუშაკებს, რომ ასე ენერგიულად შეხვდნენ ამ სენს და გამონახეს გზები მისი გაძლებისთვის. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო“ , – განაცხადა ილია მეორემ.

იტვირთბა....