“აჰა, მთავრობამ აკრძალა ხალხმრავალი ღონისძიებები. რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციებიც შედის აქ. გეუბნებოდით, ვირუსი ივანიშვილს ტუზივით ეცემა-მეთქი. ამაზე ბიძინოიდები ქირქილებდნენ ან ტრადიციულად იგინებოდნენ. მაგრამ,ფაქტი სახეზეა, სანამ არ შემოიტანეს დაავადება საზღვარი, იგივე ირანთან ცოცხალი თავით არ დაკეტეს.ამიტომ შეფასდება, ეს მათი მოცილების შემდეგ, განზრახ სასიკვდილო ინფექციის გავრცელებაში ხელისშეწყობად და ივანიშვილის თამადობით აგებენ პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით”
შალვა ნათელაშვილი, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი
სოციალური ქსელი “ფეისბუქი”
შეგახსენებთ, დღეს უწყებათაშორისმა საბჭომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების რეკომენდაცია გასცა.