ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რომის პაპმა შეხვედრები გააუქმა

რომის პაპმა, ფრენსისმა რამდენიმე დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა. მიზეზად პაპის ავადმყოფობა სახელდება. “სიენენის” ინფორმაციით, რომის პაპს რომის ფარგლებთ გარეთ ერთკვირიანი სულის განწმენდის რიტუალი ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც გაურკვეველი ვადით გადაიდო.

შეკითხვაზე, ჩაუტარდა თუ არა გამოკვლევა რომის პაპს კორონავირუსთან დაკავშირებით, ვატიკანში არ პასუხობენ.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ პაპმა შეხვედრები გააუქმა, თუმცა პირად რეზიდენციაში მას ვიზიტორები კვლავ ჰყავდა.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეაში რომანულ-კათოლიკური ეკლესიები დაიხურა, ქვეყნის მთავრობა ამის მიზეზად კორონავირუსის გავრცელების საშიშროებას ასახელებს, რადგან ვირუსის გავრცელების რისკი საჯარო თავშეყრის ადგილებში მაღალია.

მსოფლიოს მასშტაბით ჯამში კორონავირუსით დაინფიცირების 85403 შემთხვევაა დაფიქსირებული.

იტვირთბა....