სამხრეთ კორეაში რომანულ-კათოლიკური ეკლესიები დაიხურა, ქვეყნის მთავრობა ამის მიზეზად კორონავირუსის გავრცელების საშიშროებას ასახელებს, რადგან ვირუსის გავრცელების რისკი საჯარო თავშეყრის ადგილებში მაღალია.
“ბიბისის” ინფორმაციით, კათოლიკურ ეკლესიას სამხრეთ კორეაში 5.8 მილიონი წევრი ჰყავს.
გარდა კათოლიკებისა, ქვეყანაში ღვთისმსახურება შეჩერდა პროტესტანტულ და ბუდისტურ ტაძრებშიც.
სამხრეთ კორეაში ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. ქვეყანაში დაინფიცირების 3736 და გარდაცვალების 18 შემთხვევა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით ჯამში კორონავირუსით დაინფიცირების 85403 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსით დაინფიცირების შემთხვევა დადასტურებულია 50-ზე მეტ ქვეყანაში.