ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის განახლება 16 მარტამდე გადაიდო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტშისასწავლო პროცესი 2020 წლის 16 მარტს განახლდება. ამის შესახებ უნივერსიტეტის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

“საქართველოში ვირუსული ინფექციების შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის 16 მარტს დაწყების თაობაზე”, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....