ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“პუტინს ვუთხარი, ასადის რეჟიმთან პირისპირ დაგვტოვოს” – ერდოღანი

“მე ვუთხარი პუტინს, რეჟიმთან პირისპირ დაგვტოვოს” – ამის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სტამბოლში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ერდოღანის თქმით, სირიის საკითხი თურქეთისთვის არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ავანტიურას ან საზღვრების გაზრდის მისწრაფებას. რომ ანკარა სირიაში არა ბაშარ ასადის მიწვევით, არამედ სირიელი ხალხის თხოვნით შევიდა.

„სანამ სირიელი ხალხი წასვლას არ გვთხოვს, იქიდან არ წამოვალთ. მე ვუთხარი პუტინს, რეჟიმთან პირისპირ დაგვტოვოს და თავად გავაკეთებთ, რაც საჭიროა“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

იტვირთბა....