ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა

გზებზე ავტომობილების რაოდენობის შემცირების მიზნით, ლუქსემბურგის მთავრობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახადა.

დღეიდან ლუქსემბურგში მატარებლით (პირველი კლასის გარდა), ავტობუსით (ღამის რეისების გარდა) და ტრამვაით მგზავრობა უფასოდაა შესაძლებელი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარჯებს, რაც წელიწადში 41 მილიონ ევროს შეადგენს, მოქალაქეთა გადასახადებიდან შეგროვებული თანხით დაფარავენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება როგორც ლუქსემბურგის მცხოვრებლებისთვის, ისე ვიზიტორებისთვისაც.

უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროექტი 2013 წელს დაიწყო ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, თუმცა ამ შემთხვევაში უფასოდ გადაადგილება მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ.

იტვირთბა....