ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნება შერბილდა და სწორი მიმართულებისკენ დაიძრა” – გრიგოლ ვაშაძე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, გერმანიის ელჩის რეზიდენციასთან, განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” შერბილდა და სწორი მიმართულებისკენ დაიძრა. აღნიშნული განცხადება ვაშაძემ, ჟურნალისტებთან გაავრცელა.

მისი თქმით, ვიდრე პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებენ, ოპოზიცია არანაირ წინადადებას არ დათანხმდება.

“ეს არის არაფორმალური შეხვედრები, არავითარი ოფიციალური წინადადება არ გაკეთებულა, რომც გაკეთებულიყო, ჯერჯერობით, არავის მიუღია. მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ამ მონეტას ძველებურად ორი მხარე აქვს – პოლიტპატიმრების გარეშე ლაპარაკი არაფერზე არ შედგება, არავითარი წინადადება გაკეთებული არ მიიღება და თუ ციხიდან არ გამოვა ის ხალხი, რომლებიც შეთითხნილი ბრალდებებით იქ სხედან და ის ხალხი, რომლებზეც საქმეებია წარმოებული, ეს საქმეები არ შეწყდება, არავითარი შეთანხმება არ შედგება… საუბარში “ქართული ოცნება” შერბილდა და დაიძრა სწორი მიმართულებისკენ. მოვასწრებთ იმ დანიშნულების წერტილამდე მისვლას, რომელსაც ჰქვია პროპორციული არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა თუ ვერ მოვასწრებთ, რამდენიმე დღე დარჩა და ვნახავთ”, – განაცხადა ვაშაძემ.

შგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეხვედრა, გერმანიის ელჩის რეზიდენციაში არაფორმალურად მიმდინარეობს.

იტვირთბა....