საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0137 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7905 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსით 1 აშშ დოლარი 2.8042 ლარი ღირდა.
0.0096 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.0782 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0686 ლარი იყო.