“მომეჩვენა, რომ მარგველაშვილი ვიღაცაზე ან რაღაცაზეა გაბრაზებული. ის მოიქცა როგორც სტანდარტული ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარ თვალში მორს ვერ ხედავს და სხვისაში ბეწვს ეძებს. მეც შეიძლება არ ვიყო ქართველ ექსპერტებზე მაღალი აზრის (არც საკუთარ თავზე), მაგრამ პოლიტიკოსების უუნარობით გამოწვეულ აპათიაზე პასუხისმგებლობის გადაკისრება ექსპერტებზე უკვე ნამეტანია… თუ მაინცდამაინც რჩევას ითხოვს, ვურჩევ, საკუთარი შეცდომები გააანალიზოს და შეეცადოს აღარ გაიმეოროს”
გია ხუხაშვილი – ექსპერტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ექსპერტთა ნაწილი გააკრიტიკა.
“ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში თესავენ იმ აპათიას, რომელიც მერე ათქმევინებს ადამიანს, რომ პოლიტიკიდან არაფერი გამოდის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.