ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი ჰადი ხოსროუშაჰი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა.
ყოფილი დიპლომატი საავადმყოფოში ერთი დღის წინ გადაიყვანეს, სადაც მას ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა.
ირანში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 245-ს მიაღწია, 26 ადამიანი კი, გარდაიცვალა.
ირანში, ვიცე-პრეზიდენტს ქალებისა და საოჯახო საკითხებში, მასუმე ებტეკარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ირანში მაღალი რანგის მეორე პირია, ვინც ვირუსით დაინფიცირდა. მანამდე, ახალი ვირუსი ირანის პარლამენტის ორ წევრსაც დაუფიქსირდა.