კორონავირუსით ინფიცირების სიმპტომების შესახებ ნებაყოფლობით გაცხადების შემთხვევაში, ჩინეთში, ხუბეის პროვინციის ქალაქ ციანცზიანის ადგილობრივი ხელისუფლება თითოეულ მოქალაქეს, ათი ათას იუანს (დაახლოებით 1.4 ათასი დოლარი) გადაუხდის, თუ დიაგნოზი დადასტურდება. ინფორმაციას “როუტერსი” ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ის მოქალაქეები, რომლებზეც ეჭვია, რომ ორგანიზმში ინფექცია აქვთ, 2 ათას იუანს (285 დოლარი) მიიღებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დიაგნოზი არ დაუდასტურდებათ.
ამგვარი კამპანია ხუბეის პროვინციის სხვა რაიონებშიც ხორციელდება. კამპანიის მიზანი მოსახლეობის სტიმულირებაა, სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ კორონავირუსზე სისხლის ანალიზების ჩასაბარებლად.
ამჟამად ციანცზიანში კორონავირუსის 197 შემთხვევაა დადასტურებული.