ჩინეთში, გუანგდონის პროვინციაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთებული ადამიანების 14%-ს ვირუსი მეორედ გამოუვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჩინეთის გარდა, მსგავსი შემთხვევა იაპონიაშიც დაფიქსირდა.
ჩინეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2 744-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 32 400-ზე მეტი ადამიანი, დაავადებულთა რაოდენობა კი, 78 400-ს აჭარბებს.