ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მესმის ხალხის, ვინც შეშფოთებულია – ომის ცხელი ფაზის დროსაც კი არ ხდებოდა ასეთი რამ, რადგან მაშინ ნდობა იყო“ – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევას ეხმიანება და აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, ასევე უნდა გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები.

როგორც სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე წერს, ხელისუფლებამ საზღვრის დახურვა მინიმუმ ერთი კვირით დაიგვიანა.

„მშვენივრად მესმის იმ ხალხის, ვინც ახლა ძალიან შეშფოთებულია, მათ შორის მათი, ვინც პროდუქტებს იმარაგებს, იმიტომ, რომ ხალხი სისტემას არ ენდობა. ხალხი არ ენდობა იმას, რომ ისინი დაცული არიან. სულ სხვა რეაქცია ჰქონდა ხალხს, მაგალითად, 2008 წელს. ომის ცხელი ფაზის დროსაც კი, მიახლოებითაც არ ხდებოდა ასეთი რამ, რადგან მაშინ ნდობა იყო და ახლა არ არის. ნდობა რომ არ არის, ამას თავისი მიზეზები აქვს. მიზეზი არის ის, რომ საქართველოს ვაი ხელისუფლებამ საზღვრის დახურვა მინიმუმ ერთი კვირით დაიგვიანა. ჩემი აზრით აუცილებლად უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, უნდა გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები’,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

 

 

იტვირთბა....