“ეს ვირუსი მსოფლიოსთვის არის ახალი გამოწვევა. მსგავსი ვირუსები უკვე გვქონდა, ღორის და ფრინველის გრიპის სახით. ეს არის ახალი ტალღა, რომელიც უნდა გავიაროთ და არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში”
ნინი დავლიანიძე- უხანში მცხოვრები ქართველი სტუდენტი
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. 50 წლის მამაკაცი ირანიდან აზერბაიჯანში სამარშუტო ტაქსით ჩავიდა და აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლის დროს ქართველმა მებაჟეებმა ის შეამოწმეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. (იხილეთ ვიდეო) ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში.