„110/40, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, ვერ იქნება მისაღები, რადგან 110/40-ზე არ ითვალისწინებს მისწრაფებებს პროპორციული არჩევნებისა. ჩვენ ვამბობთ ერთადერთ რამეს – 40 პროცენტზე ნაკლები თუ აქვს მხარდაჭერა პოლიტიკურ ძალას, მას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ უმრავლესობა ჩამოაყალიბოს, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ პროპორციულის მისწრაფება'”
გიორგი ვაშაძე- „ახალი საქართველოს“ ლიდერი
აღნიშნული განცხადება გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს დიპლომატების, მმართველი გუნდის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. შეგახსენებთ, რომ უმრავლესობას პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების რაოდენობის შესახებ ინფრომაცია ჯერ არ გაუვრცელებია.