aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს სანიტარული ნორმების გამკაცრებისკენ მოუწოდებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო საჯარო სკოლებს მოუწოდებს, ვირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში სანიტარული ნორმები გაამკაცრონ.

ამის შესახებ სამინისტროს წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ  დღეის მდგომარეობით სასწავლო პროცესის შეჩერების საფუძველი არ არსებობს.

მიისვე თქმით, სკოლების მონიტორინგის პროცესი ინტენსიური გახდება.

“დღეის მდგომარეობით სასწავლო პროცესის შეჩერების საფუძველი არ არსებობს. სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს. სასწავლო პროცესის ეფექტურობის შესაქმნენად, მოთხოვნები უფრო გამკაცრდება. შესაბამისად, სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი შემთხვევა. ამიტომ, ადმინისტრაცია სკოლებს კიდევ მოუწოდებს, განსაკუთრებით დაიცვან სანიტარული ნომრები”,-განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. 50 წლის მამაკაცი ირანიდან აზერბაიჯანში სამარშუტო ტაქსით ჩავიდა და აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლის დროს ქართველმა მებაჟეებმა ის შეამოწმეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. (იხილეთ ვიდეო) ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

იტვირთბა....