“ჩვენთან ტყუილუბრალოდ, მიტინგებზე ხელკეტებს არ ურტყამენ” – ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, როცა მას რუსეთში მიტინგების დარბევასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს. კერძოდ, საუბარი იყო ერთ-ერთ ქალბატონზე, დარია სოსნოვსკაიაზე, რომელსაც მილიციამ დაკავების დროს მუცელში მუშტი ჩაარტყა. აღნიშნული ვიდეო ტელეკომპანია “დოჟდმა” გაავრცელა.
პუტინი ამბობს, რომ აქციის მონაწილეები მილიციის პროვოცირებას ახდენდნენ.
“მე მრცხვენია ჩვენი პრეზიდენტის გამო” – ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი აქტივისტი პუტინის ამ განცხადებას. მისი თქმით, ამაზრზენია, როცა პრეზიდენტი ცდილობს გაამართლოს ძალოვანი უწყების წარმომადგენელი, რომელიც უკვე დაკავებულ აქტივისტ ქალბატონს მუცელში მუშტს ურტყამს.