საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში.
ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მამაკაცი ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, “დღეს ქვეყანა ბევრად უფრო მომზადებულია ინფექციებთან საბრძოლველად, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა”.