ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებმა ელჩებთან არაფორმალური შეხვედრა გამართეს

უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებმა საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებთან გასაიდუმლოებული შეხვედრა გაიმართეს.

შეხვედრა საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილის, ელიზაბეტ რუთის ინიციატივით, მის რეზიდენციაში შედგა. შეხვედრას ეწსრებოდნენ პარლამენტის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეებიც.

შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ შეკრება არაფორმალური იყო და მხარეებს შორის კონკრეტული შეთანხმება არ მომხდარა.

“საუბარი იყო პოლიტიკურ თემებზე არავითარი შეთავაზებები არ გაკეთებულა, არავითარი შეთავაზებები არ მიგვიღია, არავითარი შეთანხმებები არ ყოფილა. კონკრეტული საკითხები არ წამოჭრილა იმიტომ, რომ საუბრის დასაწყისშივე ყველამ დააფიქსირა, რომ იგივე პოზიციებზე რჩებიან,” – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის შეფასებით კი,  შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ უკეთ გაიაზრა შექმნილი ვითარება:

“შეხვედრამ დაგვანახა, რომ ზოგადად ხელისუფლებას უკეთ აქვს გააზრებული შექმნილი ვითარება და ის პრობლემები, რაც ქვეყანას დაემართა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. იყო არაფორმალური ურთიერთგაცვლა პოზიციების. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დავადასტურეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადებები ეს არის გასაღები და გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან,”- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ეს პირველი ერთობლივი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ბოიკოტი გამოუცხადა.

 

იტვირთბა....