ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ასპანძაში ავარიის შედეგად 29 და 23 წლის მამაკაცები გარდაიცვალნენ

ასპინძაში, სოფელ ტოლოშთან, ავარიის შედეგადაც 29 და 23 წლის მამაკაცები გარდაიცვალნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ხევში გადავარდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-მ გამოძიება, სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....