ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მინისტრი აცხადებს, რომ ირანისა და ჩინეთის მიმართულებით ფრენების შეზღუდვა პირველ რიგში ტურიზმს აზიანებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ყველა სხვა ინტერესთან შედარებით უპირატესია მოსახლეობის ჯანმრთელობა, ამიტომ წავედით იმ არაპოპულარულ ზომებზე, რაც არის პირდაპირი ფრენების შეჩერება ირანსა და ჩინეთთან.

მისი თქმით, მსგავსი შეზღუდვები ტურიზმისთვის დამაზიანებელია.

„კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა, რომლის წინაშეც დადგა მსოფლიო. გლობალური ეკონომიკა სერიოზულად ზარალდება, ზარალდება ავიაციის სფერო, ბიზნესი და არამხოლოდ. საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული. ყველა სხვა ინტერესთან შედარებით უპირატესია მოსახლეობის ჯანმრთელობა. ამიტომაც, წავედით იმ არაპოპულარულ ზომებზე, რაც არის პირდაპირი ფრენების შეზღუდვა და შეჩერება ირანთან, ჩინეთთან. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ პროცესებს იმ ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც ეს დაავადება სამწუხაროდ უკვე არის გავრცელებული. ეს ზომები არის დამაზიანებელი, პირველ რიგში ტურიზმი ეწირება. პირდაპირი ზიანი მხოლოდ ირანისა და ჩინეთის მიმართულებით არის სულ მცირე, 30 მილიონი ლარი თვეში. გამომდინარე იქედან, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვა, ზარალი მოიმატებს. დიდი იმედი გვაქვს, მსოფლიო სწრაფად გაუმკლავდება ამ გამოწვევას“, – განაცხადა თურნავამ.

იტვირთბა....