ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აზერბაიჯანში კორონავირუსზე ეჭვის გამო 23 ადამიანი კარანტინში მოათავსეს

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო და აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. სადაც ნათქვამია, რომ აზერბაიჯანში 20-ზე მეტი ადამიანი, კორონავირუსზე არსებული ეჭვის საფუძველზე, კარანტინში მოათავსეს.

„23-მა ადამიანმა, რომლებიც ირანში იმ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, ჯალილაბადის კლინიკურ საავადმყოფოს მიმართეს, რომლებსაც ეჭვი კორონავირუსზე აქვთ. პირველადი შემოწმების შედეგად, ორ მათგანს მაღალი სიცხე აღენიშნებოდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. კარანტინის ბოლომდე ექიმები დააკვირდებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....