“ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს წასვლა წავალ და ბევრს გავიყოლებ. ყველაზე დაბალი დონე ჩვენ გვნახეს, რომელსაც არც ფული აქვს და არც შესაძლებლობა. ჩვენ გაგვწირეს“.
თენგიზ კალანდია – მიხეილ კალანდიას ძმა
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ კალანდიას 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.