აჭარის ტელევიზია თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემ დატოვა.
ნინო ხოზრევანიძემ „მეტრონომს“ ტელევიზიდან მისი წამოსვლა დაუდასტურა.
როგორც ჟურნალისტმა განაცხადა, ტელევიზიის დატოვება ახალი მენეჯმენტით ახსნა, რაც ზიანს აყენებს მაუწყებლობას.
„პროტესტის ნიშნად დავტოვე ტელევიზია. დირექტორის სახელზე დავწერე განცხადება, თუმცა არ ველოდები პასუხს, რა რეაქცია ექნებათ ჩემს განცხადებაზე. მაგრამ ადმინისტრაციაში მითხრეს, რომ განცხადება მემგონი დააკმაყოფილეს“,-განაცხადა ნინო ხოზრევანიძემ.
შექმნილი სიტუციიდან გამომდინარე, „ჟურნალისტთა ასოციაცია“ აჭარის ტელევიზიის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობაზე ბრიუსელში საპროტესტო წერილს გზავნის.