“საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მიხეილ კალანდიას გაუფორმა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი – მან დღეს გაასაჯაროა „ქართული ოცნების“, „ევროპული საქართველოს“, გენერალური პროკურატურისა და ზაზა სარალიძეს შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც ემსახურება ქვეყანაში, სხვა განაჩენის გამოცხადების შემთხვევაში, დესტაბილიზაციის რეალური წყაროს დაუშვებლობას. მიხეილ კალანდია მსხვერპლია ამ გარიგებისა და ემსახურება მთავარ გარიგებას”
ზურაბ თოდუა – მიხეილ კალანდიას ადვოკატი
სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.
შეგახსენებთ, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.