ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

კობი ბრაიანტის ცოლი გარდაცვლილი პილოტის ოჯახს და ავიაკომპანიას უჩივის

ავიაკატასტროფაში დაღუპული კობი ბრაიანტის ცოლმა  კომპანია Island Express Helicopters-ისა და გარდაცვლილი პილოტის არა ზობაიანის ოჯახის წევრების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ვანესა ბრაიანტი აცხადებს, რომ ნისლისა და დაბალი ღრუბლების გამო ტურ-კომპანიებმა ვერტმფრენებს დაშვება აიძულეს, თუმცა პილოტმა მოითხოვა სპეციალური ნებართვა ფრენის გასაგრძელებლად.

იგი აცხადებს, რომ Island Express-ის სერტიფიკატი უკრძალავს მათ პილოტებს მსგავს პირობებში ფრენების განხორციელებას და აქამდე, ზობაიანს ავიაციის ფედერალური სამსახურისგან აღნიშნული წესის დარღვევისთვის გაფრთხილება ჰქონდა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფას 26 იანვარს ემსხვერპლა.  მასთან ერთად ავიაკატასტროფაში კიდევ 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო კალათბურთელის ქალიშვილიც.

იტვირთბა....