“ეს არის პოლიტიკური დავალება და მეტი არაფერი. ეჭიდაონ სტრასბურგს…. იმედი დიდად არ გვაქვს, რომ რამე შეიცვლება, უბრალოდ სტრასბურგამდე როდესაც მივალთ, ევროპაში ძალიან მკაფიოდ გაიგებენ, რა მოხდა, როგორ მოხდა და რატომ ზის 20 წლის ბიჭი უდანაშაულოდ ციხეში
ლუკა კალანდია – მიხეილ კალანდიას ძმა
სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.
შეგახსენებთ, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.