იტალიაში მიწისძვრის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადგილზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.
“იტალიაში, კალაბრიის რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულები არ არიან. საქართველოს საკონსულო მოუწოდებს კალაბრიის რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე: +39 333 8879123“, – იტყობინება საგარეო უწყება.
შეგახსენებთ, იტალიაში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, კერძოდ კალაბრიაში 24 თებერვალს მოხდა.