სადგურის მოედანზე ინციდენტი მოხდა.
თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრები აპროტესტებდნენ, მატარებელში ორი ჩინეთის მოქალაქის ყოფნას. რომლებსაც, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, აღენიშნებოდათ მაღალი ტემპერატურა, ხველა და სურდო.
საქართველოს მოქალაქეებმა თავდაპირველად მათ მოუწოდეს პირბადეების გაკეთებისკენ, თუმცა ჩინეთის მოქალაქეებმა უარი განაცხადეს და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
შემდეგ, ადგილზე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და მათ ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლევა.
ჩინეთის ორ მოქალაქეს წინასწარი მონაცემებით კორონავირუსი არ დაუდგინდა. ლუგარის ლაბორატორიის პასუხების შემდეგ კი უფრო დეტალური ინფორმაცია იქნება ცნობილი.
მგზავრებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ბოიკოტი გამოაცხადეს იმ მატარებლით მგზავრობაზე სადაც ორი ჩინეთის მოქალაქე საათნახევრის განმავლობასი ვაგონში ისხდნენ და ისინი ამ დროისთვის, ბათუმის მიმართულდებით სხვა მატარებლით გაამგზავრეს.