ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა

რაგბის კანდიდატები

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებიკვორუმის არარსებობის მიზეზით ჩაიშალა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება არჩევნები.

პოსტისთვის სულ სამი კანდიდატი იბრძოდა: გოჩა სვანიძე , ბაჩო ხურციძე და ირაკლი აბუსერიძე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

ცნობისთვის, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 30 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ორმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ ითხოვეს, რომ თარიღი შეეცვალათ.

ამასთან, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გასაჯაროვდა აუდიტის დასკვნა, რომელშიც არც თუ სახარბიელო შედეგებზეა საუბარი.

იტვირთბა....