აზერბაიჯანში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა. აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სოციალური ქსელების საშუალებით გუშინ გავრცელდა აუდიომასალა, სადაც საუბარი იყო, რომ ქვეყნის ცენტრალურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაავადებული ადამიანები იმყოფებოდნენ.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.