ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან მორიგი აქცია გაიმართა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან მორიგი აქცია გაიმართა.

აქციაზე შეკრებილებმა დეპუტატების, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილისგან მანდატების დატოვება და პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებისთვის ბოდიშის მოხდა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ხოშტარიასა და ნადირაშვილთან შეხვედრასაც ითხოვდნენ.

მათი თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ აღნიშნული ორი ოპოზიციონერი დეპუტატი, მანდატს არ დატოვებს.

“ევროპული სქართველოს” ოფისთან აქცია მეხუთეა დღეა იმართება.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის პოსტზე, ყოფილი გენპროკურორის ირაკლი შოთაძის დამტკიცებასთან დაკავშირებით, “ევრუპული საქართველოს” წევრებმა, პარლამენტის სასესიო დარბაზში, პროტესტის ნიშნად, საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

იტვირთბა....