მთავარი ციტატა

“თუ ივანიშვილს დიალოგის განახლება სურს, მაშინ უნდა გაუშვას პოლიტიკური ლიდერები და მერე მოემართოს პროპორციულ სისტემაზე სასაუბროდ”

“თუ ივანიშვილს და არა ბატონ თალაკვაძეს, ქანთარიას და სხვებს, რომლებიც საკუთარ აზრს არ ახმოვანებენ, სურს დიალოგის განახლება, მაშინ მან უნდა გაუშვას პოლიტიკური ლიდერები და მერე მოემართოს იმაზე, რომ ისაუბროს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ან მასთან მიახლოებულზე, რომელთანაც ახლოს არ არის 100/50-ზე და ახლოს არის ჩვენს მიერ გაკეთებული შეთავაზებები გერმანულ მოდელზე, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებზე, ასევე, ჩვენ მიერ იმ დღეს გაკეთებული შეთავაზება, როცა გიგი უგულავა დააკავეს – 130/20-ზე. ამაზე თუ იქნებიან მზად, მაშინ დიალოგი განახლდება, მაგრამ ამ დამოკიდებულებების პირობებში არანაირი დიალოგი არ იქნება და ხელისუფლება დამარცხდება დღევანდელი სისტემით იმიტომ, რომ ჩვენ გეგმა ბ-ზე ვმუშაობთ საკმაოდ პროდუქტიულად და ვთანხმდებით მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან კანდიდატებზე, ამის შედეგად დამარცხდება ხელისუფლება, ოღონდ უფრო დრამატულად და კატასტროფულად, ვიდრე მას წარმოუდგენია”

სერგი კაპანაძე, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

“ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....