იტალიის სერია A-ში კვირას გასამართი სამი შეხვედრა კორონავირუსის გამო, ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამ ცვლილებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ გამოაცხადა.
„სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორმა აპირებს, შეაჩეროს ყველა სპორტული ღონისძიება, რომელიც კვირას ვენეტოსა და ლომბარდიის რეგიონებშია დაგეგმილი”, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ.
ამ რეგიონებში 23 თებერვალს უნდა გამართულიყო სამი მატჩი: „ინტერი“-„სამპდორია“, „ვერონა“-„კალიარი“ და „ატალანტა“-„სასუოლო“. ამ თამაშების ახალი თარიღის შესახებ ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, იტალიაში 79 ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი, ორი მათგანი გარდაიცვალა.