aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ვიღაცამ გაბედა და პარლამენტში საბჭოთა ჰიმნი გააჟღერა. ეს იუნკრების შეურაცხყოფაა”

„ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს აქ ყველა პოლიტიკური ძალა და მთლიანად საზოგადოება არ არის შეკრებილი. სამწუხაროდ, ამას წინ უძღოდა ის, რომ ვიღაცამ გაბედა და ამ ადგილას გააჟღერა საბჭოთა ჰიმნი, ეს არის ამათი შეურაცხყოფა. ყველაფერი შეიძლება, ყველანაირი კრიტიკა, ყველანაირი დაცინვა, მაგრამ რაღაცები არ შეიძლება და ეს არის ის, რაც უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობას, რომ რაღაც არ შეიძლება, რომ რაღაცაში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი თუ გვინდა გამარჯვება. ბრძოლა გრძელდება, როცა პატივს მივაგებთ ტატუნაშვილის ხსოვნას, გრძელდება, როცა დღეს კიდევ იტაცებენ ახალგაზრდა ბიჭს, 17 წლისას, როგორიც იყო გივი ღამბაშიძე, როცა წავიდა ტაბახმელაში და იქიდან ომის დღიურებს წერდა. ეს არის ჩვენი ბედი და ამ ბედს ჩვენ ვერ შევხდებით თუ არა ერთიანად, თუ არა გულწრფელად. ერთიანად იმ მთავარზე, რაც არის ქვეყნის დამოუკიდებლობა, ქვეყნის სუვერენობა“

aviabiletebi
ავიაბილეთები

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი

ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

შეგახსენებთ, 18 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საკანონმდელო ორგანოს თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობდა, ოპოზიციის წევრები შეიჭრნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

იტვირთბა....